X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

30 აგვისტო 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე,   ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე  გაეცნენ. 

ადგილობრივებთან ერთად, სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე მოინახულეს სოფელ ყანობში ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუზღუდავად შეუძლია. ყანობში რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც აშენდა.  აღსანიშნავია, რომ სოფელში საბავშვო ბაღს მანამდე არასოდეს უფუნქციონირია.

ასევე, დაგეგმილია სოფლების - გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა  გორისციხის ამბულატორიას. მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. კეთილმოეწყობა სკვერი სოფელ ფხელშეში. უახლოეს პერიოდში დაიწყება  რიტუალების სახლის რეაბილიტაცია სოფელ ტყარშეტში. 

შეხვედრებზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზეც ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს  მხარდაჭერა აღუთქვეს,  ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და პროექტებზე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.